წვიმა, სეტყვა, ქარი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

ქვეყნის დიდ ნაწილში წვიმიანი და ქარიანი ამინდი სამი დღე შენარჩუნდება – დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20–25 გრადუსამდე დაიკლებს
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს უმეტეს რაიონებში უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს დაცვის სააგენტო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29–30 მაისს საქართველოში წვიმა ელჭექით, ზოგიერთ რაიონში სეტყვა და ძლიერი ქარი იქნება. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა პლუს 20–25 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში კი პლუს 28–33 გრადუსამდე მოიმატებს.

დედაქალაქში ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 29–30 მაისს კი ძლიერი ქარია ნავარაუდევი. ჰაერის ტეპპერატურა პლუს 29–31 გრადუსი იქნება.