ყვითელი ამბები

ქართველი ვარსკვლავები ფოტოშოპის გარეშე - ქართველი ფოტოხელოვანის პროექტი

გაინტერესებთ როგორ გამოიყურებიან ქართველი ცნობილები ფოტოშოპის გარეშე? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ნახეთ ფოტოები
Sputnik

ცნობილმა ქართველმა ფოტოხელოვანმა, გიორგი ცაავამ, რომელიც კერძო შეკვეთებისა და პროექტების გარდა, ქართული ტელევიზიების არაერთ საერთაშორისო ტელეპროექტზე მუშაობს, მათ შორის „მასტერშეფსა“ და „ვოისზე“, საზოგადოებას ახალი, საინტერესო ფოტოპროექტი შესთავაზა.

„ნამდვილი მე“ – გიორგი ცაავას მიერ მოფიქრებული ფოტოგადაღების ფარგლებში, მან, ქართველი ვარსკვლავების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის თანხმობის შემდეგ, მათი მინიმალური მაკიაჟით, შავ-თეთრი სურათების გამოქვეყნების ნებართვა მიიღო.

„პროექტი ემსახურება იმას, რომ შეგვახსენოს – ფოტოშოპი, ფილტრები და სხვადასხვა საშუალება ჩვენს ცხოვრებაში ისე შემოიჭრა, რომ გვავიწყებს, სინამდვილეში როგორები ვართ! ნუ იქნები ყველას მსგავსი და იყავი ის, ვინც ხარ. გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ“, - აღნიშნავს გიორგი ცაავა.

თავად ვარსკვლავებს ძალიან მოსწონთ უმაკიაჟო ფოტოები და თავადაც აქვეყნებენ საკუთარი სოციალური ქსელების ანგარიშებზე.

ცნობილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე

ცნობილი მომღერალი ვერიკო ტურაშვილი

მომღერალი ნინი ბადურაშვილი

მომღერალი თიკა ჯამბურია

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე

მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი

მოდელი კრისტი ყიფშიძე

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია

მომღერალი მაკა ზამბახიძე

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი