ყვითელი ამბები

„სიმსუქნის გამო კომპლექსი მქონდა...“ – ნიკოლოზ რაჭველი სიყვარულისა და სექსის შესახებ

ნიკოლოზ რაჭველს პირად ცხოვრებაზე საუბარი მედიასთან დიდად არ უყვარს, თუმცა სატელევიზიო ინტერვიუში წამყვანს გული გადაუშალა
Sputnik

დათო გორგილაძის საავტორო გადაცემას „პირველ არხზე“ სახელწოდებით „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ნიკოლოზ რაჭველი ესტუმრა. გადაცემის წამყვანმა მას კითხვა სასიყვარულო ამბების შესახებ დაუსვა და ასევე ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია ოჯახური ცხოვრება და შვილის ყოლა.

მუსიკოსმა აღიარა, რომ იმ პერიოდში, სანამ წონაში დაიკლებდა, სიმსუქნის გამო კომპლექსი ჰქონდა და პირადი ცხოვრება გვერდზე იყო გადადებული.

„შეყვარებული ვიყავი ორჯერ. შეყვარებული ვიყავი ცალმხრივად და სხვათა შორის, არასდროს გამომიცდია ორმხრივი სიყვარული. რაც შეეხება სექსს, ცხოვრების შემადგენელიც არის და მნიშვნელოვანიც, მაგრამ მანდ მთავრდება. იქით გაგრძელების გაუცნობიერებელი შიშიც მაქვს. იმის გამო, რომ ორი ადამიანისგან ერთი მთლიანობა არ შეიკრა, სექსი ჩემს ცხოვრებაში რჩება, როგორც ერთი შემადგენელი ამ ცხოვრების, მაგრამ არა მთავარი, რისთვისაც გამოგონილია განგებიდან, რაც მერე შთამომავლობაში უნდა განსხეულდეს. ვინ არ ფიქრობს, მით უმეტეს, ჩემს ასაკში, როცა მარტოა, შთამომავლობაზე? მაგრამ რა მოხდება, არ ვიცი“, – ამბობს მუსიკოსი.