გრიგოლეთში საცხოვრებელი სახლები იწვის

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი, რომელსაც ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა, დამსვენებლებზე იყო გაქირავებული.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. გრიგოლეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი უკვე მეხუთე სახლზე და ასევე ელექტროსადენებზეც გადავიდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც Sputnik–საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს, გრიგოლეთში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ხუთი სახანძრო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.