კლიმატურმა ცვლილებემა დედამიწის ღერძი გადახარა: ქვეყნდება კვლევა

მეცნიერებმა ეს დასკვნა მას შემდეგ გააკეთეს, რაც თანამგზავრული მისია GRACE-ს საშუალებით მიღებული მონაცემები გააანალიზეს, რომლის მიზანიც დედამიწის გრავიტაციული ველის შესწავლაა
Sputnik

თბილისი 27 მაისი − Sputnik. კლიმატური ცვლილებების გამო მყინვარების დნობამ დედამიწის ღერძისა და გეოგრაფიული პოლუსების გადახრა გამოიწვია, რაც მეოცე საუკუნის 90-იან წლებშიც მოხდა, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტის სწავლულები.

მათი კვლევის შედეგები Phys.org-ის პრესრელიზშია გამოქვეყნებული.

​გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა თანამგზავრული მისია GRACE-ს საშუალებით მიღებული მონაცემები გააანალიზეს, რომლის მიზანიც დედამიწის გრავიტაციული ველის შესწავლაა. როდესაც მყინვარები დნება, ხდება მასის გადანაწილება, რაც პლანეტის ბრუნვასა და მისი ღერძის მდებარეობაზე ახდენს გავლენას. ამაზე დაკვირვება დედამიწის სხვადასხვა წერტილში სიმძიმის ძალის გაზომვითაა შესაძლებელი.

მეტეოროლოგები უახლოეს ხუთ წელიწადში რეკორდულად ცხელ წელს ელოდებიან

ამასთან პოლუსების ძვრა შესაძლოა მოხდეს დედამიწის ბირთვის გარე ფენაში გეოლოგიური აქტივობისა და ასევე წყლის მოცულობის (როგორც მყინვარების, ისე გრუნტის წყლების სახით) შეცვლის გამო.  

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მყინვარების დნობის გამო პოლუსების დრეიფი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გადაიწია. გარდა ამისა, 1995 წლიდან 2020 წლამდე დრეიფების სისწრაფე 17-ჯერ გაიზარდა 1981-1995 წლებთან შედარებით.