ჰოლივუდის მსახიობმა პრედ პიტმა შვილებზე, რომელიც მას ანჯელინა ჯოლისგან ჰყავს, საერთო მეურვეობა მოიპოვა. ამის შესახებ Page Six-ი წერს. ამ საკითხზე ყოფილი წყვილის სასამართლო პროცესი თითქმის 5 წელი გრძელდებოდა. გამოცემის ცნობით, ახლა მეურვეობის შესახებ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.
„ბრედს უბრალოდ სურდა საკუთარ შვილებთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა და ცხადი იყო, რომ ანჯელინა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, - ამბობს გამოცემის წყარო.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა. მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი ბიოლოგიური, 3 კი ნაშვილებია.
სასამართლოს არ ეთანხმება ანჯელინა ჯოლი და აპირებს ბრძოლა გააგრძელოს, რათა ბავშვებზე მეურვეობის უფლება მხოლოდ მას ჰქონდეს. ის აკრიტიკებს მოსამართლეს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს, რომ ზიანი მიადგეს მის შვილებს.
ანჯელინა ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, თუმცა პიტს ეს ბრალდება სასამართლომ მოუხსნა. როგორც ტაბლოიდები წერდნენ, ჯოლიმ ბრედთან განქორწინების გადაწყვეტილება შვილების მიმართ მისი ძალადობრივი დამოკიდებულების გამო მიიღო. გასულ წელს Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანჯელინამ თქვა, რომ ბრედს ოჯახის „კეთილდღეობის“ გამო დაშორდა.
რაც შეეხება პიტს, მან განქორწინების შემდეგ GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და მარიხუანას მოიხმარდა, რამაც დიდწილად განაპირობა ოჯახის დანგრევა.