40 წლის მამაკაცს არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან

პოლიციას ფაქტის შესახებ სკოლამ აცნობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შსს 40 წლის მამაკაცის დაკავებას ადასტურებს. უწყება, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალებს არ ასაჯაროებს.

თუმცა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკავებულს არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა სამი წლის მანძილზე ჰქონდა.

ფაქტის შესახებ პოლიციას იმ სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა, სადაც მოზარდი სწავლობს.