საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს – ფოტო

Sputnik

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი ოფიციალური სადღესასწაულო პროგრამა მხოლოდ ოთხი პუნქტისგან შედგება.

ფიცის დადების ცერემონიის გარდა, გაიმართა გენერალ გიორგი კვინიტაძის პანაშვიდი. შემდეგ მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საღამოს სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

 

1 / 12
კორონავირუსის პანდემიის გამო, დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნა
2 / 12
ოფიციალურ პროგრამაშ სულ ოთხი პუნქტი შევიდა, ერთ-ერთი ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია იყო
3 / 12
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისალოცი სიტყვით გამოვიდა
4 / 12
ცერემონიაზე დამსწრეები რკინის ჯებირებს მიღმა იდგნენ
5 / 12
როგორ ყოველთვის, ცერემონიას უამრავი ადამიანი ესწრებოდა
6 / 12
ბევრი მათგანი ოჯახებთან ერთად მივიდა დღესასწაულზე
7 / 12
ცერემონიას მიმდებარე შენობების ფანჯრებიდანაც აკვირდებოდნენ
8 / 12
დღესასწაულზე ბევრი ღონისძიება არ გამართულა, თუმცა მას უამრავი ადამიანი დაესწრო
9 / 12
ღონისძიების დამსწრეებს შორის ყველაზე პატარებს განწყობას უმაღლებდნენ გასაბერი ბურთებით
10 / 12
ბავშვების ნაწილს ხელში საქართველოს დროშა ეჭირა
11 / 12
პატარები კარგად გაერთნენ, კორონავირუსის პერიოდში მათ ეს ძალიან აკლდათ
12 / 12
თუმცა იყვნენ მშობლებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი პატარები საკმარისად ვერ გამხიარულდნენ. იმედს ვიტოვებთ, მომავალ წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს უფრო მეტ და პომპეზურ ღონისძიებებს გამართავს