მწარისადმი ზედმეტად მგრძნობიარეები ნაკლებად ავადდებიან COVID-19-ით: უახლესი კვლევა

ლუიზიანელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც ნაკლებად აღიქვამს მწარე გემოს, მეტად მოწყვლადები არიან კორონავირუსის მიმართ და ისინი აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ ვაქცინაციაზე.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი − Sputnik. თუ ადამიანს ზოგი კერძი ზედმეტად მწარედ ეჩვენება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჭირვეულია, დიდი ალბათობით, მას უბრალოდ მეტი შესაბამისი გემოვნური რეცეპტორები აქვს. ასეთ ადამიანებს სუპერდეგუსტატორებს უწოდებენ.

დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა

ირკვევა, რომ სუპერდეგუსტატორებს თავისებური „სუპერთვისება“ ახასიათებთ: ისინი სხვებზე ნაკლებად ავადდებიან COVID-19-ით და ამასთან სხვებზე იოლად გადააქვთ ავადმყოფობა.

კვლევის ავტორებს, რომელთა შესაბამის ნაშრომსაც აქვეყნებს პორტალი JAMA Network Open, ამ უცნაური კავშირის მიზეზები ბოლომდე არ აქვთ გარკვეული, თუმცა ფაქტს სავარაუდო ახსნას უძებნიან.

საქმე ისაა, რომ ადამიანის ენაზე არსებულ გემოვნურ დვრილებს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებიც მწარე გემოზე რეაგირებენ. მათ ერთ-ერთ ვარიანტს T2R38 ეწოდება.

„T2R38 სტიმულაციისას აზოტის ოქსიდს გამოყოფს, რომელიც კლავს ან აღკვეთს სასუნთქი გზების ლორწოვანა გარსში ვირუსების გავრცელებას“, − განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი, ოტოლარინგოლოგი ჰენრი ბარჰემი.

ხოლო SARS-CoV-2, ისევე, როგორც სხვა ბევრი ვირუსი, პირველ რიგში სწორედ სასუნთქი გზების უჯრედებს უტევს.  

ვის ურთულდება COVID-19: მეცნიერები ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

აღინიშნება, რომ ახალ კვლევაში, რომელიც ბატონ-რუჟის (ლუიზიანა) მთავარი სამედიცინო ცენტრის სწავლულებმა ჩაატარეს, 1935-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერებმა ისინი მწარე გემოების განსაზღვრაზე გამოსცადეს. საცდელი პირები სამ ჯგუფად გაყვეს: არადეგუსტატორებად − რომლებიც თითქმის ვერ გრძნობენ მწარე გემოს, ჩვეულებრივი აღქმის დეგუსტატორებად და სუპერდეგუსტატორებად. ეს უკანასკნელები ზემგრძნობიარეები გამოდგნენ მწარე ნივთიერებების უმცირესი რაოდენობის მიმართაც კი.

კვლევის პროცესში 266 პირი ბუნებრივი გზით დაინფიცირდა და დაავადდა COVID-19-ით. აღმოჩნდა, რომ მათ შორის ყველაზე მეტი არადეგუსტატორი იყო, რომლებმაც სხვებზე მძიმედ გადაიტანეს დაავადება.

აღნიშნული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ დაქვეითებული გემოვნური შეგრძნებების ადამიანები (ანუ ვინც ნაკლებად აღიქვამს მწარე გემოს) მეტად მოწყვლადები არიან კორონავირუსის მიმართ და ისინი აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ ვაქცინაციაზე.

სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი „დეგუსტატორული სტატუსი“ განსაზღვროს, უბრალოდ უნდა დააკვირდეს, ხომ არ ეჩვენება ბროკოლი ან ნიახური მწარედ. თუ კი, ე.ი. ის სუპერდეგუსტატორია.