მხატვრებს შეუძლიათ არა მარტო ასახონ ცხოვრება, არამედ მისცენ ადამიანებს შესაძლებლობა, დატკბნენ სამყაროთი და უყვარდეთ ის. „Sputnik–საქართველო“ მკითხველს სთავაზობს თანამედროვე ქართველი მხატვრების ტოპ-ხუთეულს – გაეცანით მათ და გაიგეთ, როგორია მათი მშვენიერი „შეჩერებული წამი“.
თანამედროვე საქართველოს ყველაზე კეთილი და თბილი მხატვარია. მისი სურათები არა მარტო ბედნიერი ბავშვობის, პირველი ტკბილი და მწარე ბავშვური განცდების, ლამაზი მოგონებებისა და ოცნების ხორცშესხმას წარმოადგენს, ჩაკვეტაძის ტილოები ნამდვილი „ანტისტრეს-შემოქმედებაა“. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით განკურნების ეფექტის მქონე ტილოებით ნინო ჩაკვეტაძემ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი.
ოლეგ ტიმჩენკო
საინტერესო და ორიგინალური მხატვარი თბილისიდან. თანამედროვე თბილისის სული მის ნამუშევრებში რეალურად არის ასახული. სამხატვრო აკადემიის პროფესორი თავის სურათებში საოცრად რომანტიკულ ხელოვნად აღიქმება, მისი ტილოებიდან მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. ტიმჩენკო ასევე ძალიან მრავალმხრივია: ხატავს ზღაპრულ და აღმოსავლურ მოტივებზე, ურბანისტულ პეიზაჟებს, პოპ-არტის სტილის პოსტერებს. ერთი სიტყვით, ტიმჩენკოს ფერწერა მომაჯადოებლად ლამაზი და მოდურია.
თუთუ კილაძე
პრიმიტივისტი მხატვარი „პატარა უფლისწულის“ სულით. მისი სურათების გმირები დიდი სამყაროს პატარა ადამიანები არიან. გემები, ხეები, ადამიანები, ქალაქები, სახლები და მისი განათებული ფანჯრები თუთუს ტილოებზე პატარა წერტილებიდან სამყაროს ცენტრად გარდაიქმნება, სადაც თითოეული მომენტი მნიშვნელოვანია.
კოკა ცხვედიანი
მისი ტილოები ნებისმიერი ოთახის, ოფისის, მაღაზიის, სასტუმროს ან გალერეის კედლებს დაამშვენებს. მისი ნამუშევრების სიუჟეტები სიურრეალისტური, ნაზი და ღრმა შინაარსით დატვირთულია. მისი სურათები გამსჭვალულია ფერებით, ცხოვრებით, პარალელური სამყაროებით, ტკივილით, დაუოკებელი ენერგიითა და პლანეტის მასშტაბის სიყვარულით.