საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 26%–ით გაიზარდა

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა – 2021 წლის იანვარ–აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 26,4%–ით გაიზარდა და 594,9 მლნ დოლარი – საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 15,1% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში. 

საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 61%-ით გაიზარდა

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გავიდა 13,4 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 751 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 19,8 ათასი ტონა ფოლადის ნახევარფაბრიკატები, 21 ათასი ტონა შავი ლითონის ჯართი და ნარჩენები და სხვა საქონელი.

საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანი 210 ავტომობილი, 179 სატვირთო ავტომობილი, დაახლოებით 16,2 ათასი ტონა შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 156,2 ტონა სამკურნალო პრეპარატი და ა.შ. 

გასულ წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.  მიუხედავად ამისა, 2020 წელს თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.