საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები თბილისში იგრძნობოდა

4,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ყაზბეგში მდებარეობდა.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოში 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები დედაქალაქში იგრძნობოდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 157 კილომეტრში, დაბა ყაზბეგიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში, სოფელ აკუშოსთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:43 საათზე 23 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.