საქართველოში ლევ ტოლსტოის დღეები დაიწყო

რუსი კლასიკოსისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება – დაგეგმილია როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ შეხვედრები
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. დიდი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის დღეები საქართველოში 25 მაისს დაიწყო. ღონისძიება დიდი მოაზროვნის საქართველოში სტუმრობის 170 წლისთავს ეძღვნება და სამ დღეს გაგრძელდება.

პროექტის ინიციატორია საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ მუზეუმ Ясная Поляна-ს და კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირადი მრჩევლის მხარდაჭერითა და მონაწილეობით. საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო სააგენტო „Sputnik–საქართველო“.

ესენინი, ლერმონტოვი და საქართველო: სერია „რუსები საქართველოში“ ახალი წიგნებით შეივსო

მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით „ლევ ტოლსტოის დღეები“ ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება – დაგეგმილია როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ შეხვედრები.

ღონისძიება გაიხსნა Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში ვიდეოხიდით თბილისი–მოსკოვი–იასნაია პოლიანა, რომლის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა „ლევ ტოლსტოი: „კავკასია, სიყვარულის ქვეყანა“. მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ლიტერატორები.
მეორე დღეს, 26 მაისს გაიხსნება სამეცნიერო–პრაქტიკული ონლაინ–კონფერენცია „ლევ ტოლსტოი საქართველოში: ახალი კვლევები და მასალები“ (ონლაინ–ჩართვა პლატფორმიდან Zoom).

დასკვნით დღეს, 27 მაისს დაგეგმილია პროექტის მონაწილეების გამგზავრება სოფელ გორელოვკაში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ლევ ტოლსტოის სახელობის სკოლისა და დუხობორების ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის საჩუქრების გადაცემა. დაგეგმილია ასევე ვიდეოფილმის გადაღება, რომელიც დიდი მწერლის საქართველოში სტუმრობის 170 წლისთავს მიეძღვნება.