საქართველოსთან საჰაერო სივრცე გახსნილია? თვითმფრინავი მოსკოვი–თბილისი 2021

საქართველომ  კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა 2021 წლის 1 თებერვლიდან გააუქმა
Sputnik

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა თითქმის ორი წელია შეწყვეტილია, რაც პანდემიიდან გამომდინარე არ არის. ქვეყნებს შორის ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟისა და ამის გამო საპროტესტო აქციების საპასუხოდ მიიღო. 

საქართველოსთან საჰაერო სივრცე გახსნილია? თვითმფრინავი მოსკოვი–თბილისი 2021

დღეისთვის რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლა მესამე ქვეყნის – ბელარუსის, სომხეთის, ლატვიის, ყირგიზეთის ან თურქეთის – გავლითაა შესაძლებელი. თურქეთთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში გართულებული ეპიდვითარების გამო მოსკოვმა აღნიშნულ ქვეყანაში ავიამიმოსვლა შეაჩერა.  შეზღუდვა 1 ივნისამდეა ძალაში. ამასთან, ქვეყნებს შორის მოსკოვი–სტამბული–მოსკოვის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით ფრენა კვლავ ხორციელდება.

ავიაბილეთების ფასები დამოკიდებულია თარიღებზე. მაისის ბოლოსთვის მოსკოვი–ერევანი–თბილისის რეისზე ბილეთის ფასი 950 ლარი იქნება, მინსკიდან კი 1.050 ლარი. 

საქართველოსთან საჰაერო სივრცე გახსნილია? თვითმფრინავი მოსკოვი–თბილისი 2021

საქართველოში ჩამოსვლის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოში სამი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტია – თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. ამასთან, ქუთაისის აეროპორტთან ბევრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თანამშრომლობს.

უცხოელმა სტუმრებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

საქართველოში შემოსვლამდე პირმა უნდა შეავსოს ანკეტა და მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი, დატოვოს საკონტაქტო ნომერი და ინფორმაცია ბოლო 14 დღეში თუ რომელ ქვეყნებში იმყოფებოდა სამოგზაუროდ. 

საქართველოსთან საჰაერო სივრცე გახსნილია? თვითმფრინავი მოსკოვი–თბილისი 2021

დღეისთვის საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანია კვირაში 100–ზე მეტ ფრენას ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გეგმის მიხედვით კი ზაფხულის სეზონისთვის ფრენების რაოდენობა 200–მდე გაიზრდება.