ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა

ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომლის აქტივში ყველა ღირსების მედალია. ტოკიოს ოლიმპიადა მის კარიერაში მეცხრე იქნება.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. გამოჩენილმა ქართველმა სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ ხორვატიის ქალაქ ოსიეკში ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრიან დისტანციაზე ტყვიის სროლაში გამართულ შეჯიბრებაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

სალუქვაძის შედეგმა 135.6 ქულა შეადგინა. კონტინენტური პირველობის გამარჯვებული გერმანელი კარინა ვიმერი გახდა (242.3). ვერცხლის მედალი ერგო ვიტალინა ბაცარაშკინას რუსეთიდან (242), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა სელინ გობერვილმა საფრანგეთიდან (218.6).

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების ფინალში სალუქვაძე მეორე შედეგით გავიდა (578 ქულა).

ქართველი ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა

სალუქვაძის გარდა შეჯიბრებაში მონაწილეობდა კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი - ლიზი კილაძე და ნინო ხუციბერიძე. შემაჯამებელ ოქმში პირველმა 38-ე ადგილი დაიკავა, მეორემ - 62-ე.

სალუქვაძის ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატების 12 მედალია (ოთხ-ოთხი თითოეული ღირსების). სალუქვაძე იყო გამარჯვებულია როგორც 10 მეტრიან დისტანციაზე ტყვიის სროლაში პნევმატური პისტოლეტიდან, ისე 25-მეტრიან დისტანციაზე.

ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი ქალია, რომელსაც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი აიღო სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 25 მ დისტანციაზე და იქვე გახდა ვერცხლის პრიზიორი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა ლიცენზია ტოკიოს ოლიმპიადაზე. ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მეცხრე იქნება კარიერაში.