ენის დამწვრობა: როგორ გავიყუჩოთ ტკივილი - ექიმის რეკომენდაციები

ენის დამწვრობა შეიძლება სხვადასხვა ხარისხისა იყოს და მძიმე შედეგები გამოიწვიოს, მაგალითად, წყლულები და გემოს დაკარგვაც კი
Sputnik

თბილისი, 25 მაისი − Sputnik. ენის დამწვრობა გავრცელებული საყოფაცხოვრებო ტრავმაა, მაგალითად ცხელი ყავის, ჩაის ან კერძის მირთმევის დროს. ტრავმა შესაძლოა იმდენად მძიმე იყოს, რომ, ტკივილის გარდა, ენაზე წყლულები გაჩნდეს და დროებით გემოს შეგრძნებებიც გაქრეს.

როგორ ვუმკურნალოთ მზის დამწვრობას: რჩევები რუჯის მოყვარულებს

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში − ამის შესახებ ექიმმა ფილიპ კუზმენკომ ისაუბრა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

„თუ ენა დაიწვით, დაიგუბეთ პირში წყალი და გაიჩერეთ − გააკეთეთ ასე 5-10 წუთის განმავლობაში. შესაძლოა ტკივილი უფრო მალეც გაქრეს“, − ამბობს ექიმი.

შემდგომი ნაბიჯები კი უკვე დამწვრობის ხარისხზეა დამოკიდებული.

კუზმენკოს თქმით:

  • თუ პირველი ხარისხის დამწვრობა გაქვთ, დიდი ალბათობით, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ;
  • თუ ტკივილი ძალიან ძლიერი იქნება, მაშინ იბუპროფენის აბი უნდა მიიღოთ;
  • ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ენაზე წყლულები გაგიჩნდათ, ექიმთან კონსულტაციაა აუცილებელი.