წვიმა, სეტყვა, ქარი - საქართველოში ამინდი ფუჭდება

საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილში უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები წვიმას, ზოგან სეტყვას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოეს დღეებში ქვეყნის დიდ ნაწილში ნალექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგნეტო.

25 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე  საქართველოს როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

სინიპტიკები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.