„თელასი": თბილისის ხუთ რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, მინდელის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ტაშკენტის, მეგრელიძის, ჩიქოვანის, დელისის, ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჯანო ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, დელისის III ქუჩის, კამანის, ზემო დელისის, იოველ ჯებაშვილის, მიხეილ ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, მეფე მირიანის, ოთხი ათასი მესხის, როსტევანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), დიმიტრი ბაქრაძის, თარხნიშვილის, მელიქიშვილის, გუდაურის, ყაზბეგის, ხორავას, ბარნოვის, ინოლა გურგულიას, ერეკლე ტატიშვილის, ტარიელ სვანიძის, ალექსი მაჭავარიანის, ზანდუკელის, ჭოველიძის, შოთა მილორავას და არაგვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის და ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.