სკიგუანას დამშრალი ტბა: იდუმალი ეკოლოგიური კატასტროფა იტალიაში

დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს სიცილიის ქალაქ აგირაში მდებარე სკიგუანას ტბის უნაყოფო ლანდშაფტი, სადაც მხოლოდ რქოსანი პირუტყვის ფარა დადის საბალახოდ.
Sputnik

ამ დროისათვის ტბაში გამქრალია უამრავი სხვადასხვა სახეობის თევზი, არ დაფრინავენ ფრინველები, რისი მიზეზიც ჯერ კიდევ დგინდება.

„ეს ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა“, – განაცხადა ცენტრალური სიცილიის WWF-ის პრეზიდენტმა ენიო ბონფანტიმ, რომელმაც საჩივრის წერილი ათ სხვადასხვა ორგანიზაციას გაუგზავნა, მათ შორის ARPA-ს (გარემოს დაცვის რეგიონული სააგენტო) და სიცილიის პროვიცნია ენის დამოუკიდებელ მუნიციპალურ კონსორციუმს. მან გვალვის მიზეზების გამოსაძიებლად საჭირო დოკუმენტებზე წვდომა მოითხოვა.

ხელოვნური ტბა 1992 წელს დაგუბდა, მისი მოცულობა 11,9 მილიონ კუბურ მეტრ წყალს შეადგენდა.