რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის, გოგონას დედა გახდა. რუსკამ და სანდრომ შვილს კატო დაარქვეს. რუსკას პირველი შვილი, ილია ნიჟარაძე ჰყავს, რომელიც ოქტომბერში 3 წლის გახდა.
რუსკას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ ის არ ჩქარობდა, სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიარულ ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებს.
პოზიტიურმა და ყველასათვის საყვარელმა რუსკამ არც ისე დიდი ხანია, რაც თბილი ოჯახი შექმნა. მათი წყვილი ბევრისთვის სამაგალითო გახდა. მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია სამი წლის არის. დაბადების დღე 10 ოქტომბერს აქვს.
რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.