პროტესტი ნამახვან ჰესის წინააღმდეგ: აქციამ თბილისი მოიცვა

ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დროს თბილისის ცენტრი ბლოკირებული იყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობდა აქცია
Sputnik

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამით რესპუბლიკის მოედანზე კარვები აღმართეს. ორშაბათს დილით მათ მსვლელობა გამართეს თავისუფლების მოედნისკენ სანაპიროს გავლით. ამ დროს ტრანსპორტის გადაადგილება ბლოკირების გამო შეწყდა.

აქციის მონაწილეებმა კვირას ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და ქალაქის პარალიზებით დაიმუქრნენ.

მომიტინგეები მოითხოვენ, მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის ჰესის მშენებლობის კონტრაქტი გაუქმდეს და შეწყდეს მშენებლობა, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ასევე ქვეყანაში ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე გამოცხადდეს მორატორიუმი.

„რიონის ხეობის მცველთა“ ულტიმატუმის მოქმედების ვადა ორშაბათს დილით ამოიწურა. ხელისუფლებისგან სასურველი პასუხის მიუღებლობის გამო პროტესტანტებმა მსვლელობა გამართეს თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედნიდან სანაპიროს გავლით იუსტიციის სახლამდე და თავისუფლების მოედნამდე, სადაც დაახლოებით 1 საათი გაატარეს. შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ პირველი რესპუბლიკის მოედანზე.