ყვითელი ამბები

ნანა ნებიერიძეს ულამაზესი გოგონა ჰყავს – ნახეთ ნინა ჯაფარიძის ფოტოები

ნანა ნებიერიძის შვილი ნინი ჯაფარიძე ახალბედა ბიზნესმენია. გოგონას მრავალმხრივი ჰობი აქვს, ჰყავს მცირეწლოვანი ვაჟი და პოპულარულია სოციალურ ქსელში.
Sputnik

მომხიბვლელმა ქართველმა სპორტსმენმა ქალმა, რომელიც წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონია, საზოგადოებას თავი არა საკუთარი სპორტული მიღწევებით, არამედ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” დაამახსოვრა. ნანა ნებიერიძემ მაყურებელის მოხიბლვა მარტივად შეძლო, მის ნიჭიერებაზე არა მხოლოდ პროექტში, არამედ მის გარეთაც ბევრს საუბრობდნენ.

როგორც ყველა ცნობილი ადამიანის შემთხვევაში, ნანაც მალევე გახდა საზოგადოების ინტერესის ობიექტი. ხშირად ჩანდა გადაცემებში და ჟურნალების გარეკანებზე, მისი პირადი თუ კარიერული ცხოვრების გარშემო მუდამ ისმოდა შეკითხვები. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნანა ტელეეკრანებზე აღარ გამოჩენილა.

ნანა ნებიერიძის დღე საკმაოდ დატვირთულია, მით უმეტეს, რომ ახლა მას შვილიშვილიც ჰყავს – პატარა საშა, რომელსაც ხშირად უთმობს დროს და ეთამაშება, თუმცა სპორტს მაინც არ ღალატობს. მომხიბვლელი ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ შინაგანი განწყობა, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ გამოვიყურებით.

 

 

ნანა ნებიერიძეს 26 წლის გოგონა ჰყავს ნინა ჯაფარიძე, რომელიც საზოგადოებამ ბოლო დროს ერთ-ერთი კვების ობიექტის დამაარსებლის ამპლუაში გაიცნო. წლების წინ, როდესაც გოგონა გათხოვდა, სპორტსმენი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ნინა ჟურნალისტიკაზე სწავლობს, სპორტთან კავშირი არ აქვს, თუმცა ცურვა იცის, ჩოგბურთს თამაშობს, თხილამურებზე დგას, ცხენით ჯირითიც იცის, ცეკვაზე, სიმღერაზე დადადიოდა და „რაც შეეძლო, ყველაფერი მაქსიმალურად მისცა“.