მარიამ ბოლქვაძემ გაიმარჯვა – ქართველი როლან გაროსზე მოსახვედრად იბრძვის

ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის საკვალიფიკაციო ეტაპზე კატერინა ბონდარენკოს მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბასილაშვილი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში დაწინაურდა

ბოლქვაძემ, რომელიც WTA-ს რეიტინგში 220-ე ადგილს იკავებს, მსოფლიოს 225-ე ჩოგანს კატერინა ბონდარენკოს ორ სეტში 6:4, 6:3 მოუგო. 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩის პირველი სეტი ცუდად დაიწყო და მეტოქეს დაწინაურების საშუალება მისცა. თუმცა შემდეგ ბოლქვაძემ თამაშის ხარისხი მალევე გამოასწორა და სეტში დაწინაურდა. რაც შეეხება მეორე სეტს, მარიამმა ბონდარენკოს ჩაწოდებაზე ორჯერ მოიგო და მარტივი გამარჯვება გაიფორმა.

ბოლქვაძის მეტოქე მომდევნო ეტაპზე რუსი ვერა ზვონარევა იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 96-ე ადგილზეა. მან პირველ ეტაპზე ბრიტანელ ჩოგბურთელ ფრანსესკა ჯონსს ორ სეტში 6:2, 6:1 სძლია. ქართველი და რუსი ჩოგბურთელების დაპირისპირება 26 მაისს გაიმართება.