როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 26 მაისს

სინოპტიკოსები დედაქალაქში ოთხშაბათს შედარებით გრილ ამინდს პროგნოზირებენ - იქნება მოღრუბლულობა, წვიმა და 23-24 გრადუსი სითბო
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. თბილისში ოთხშაბათს, 26 მაისს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

დილით ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა იქნება. საღამოს ნალექი შეწყდება და მზე გამოანათებს.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 15-16 გრადუსი, დღისით კი 23-24 გრადუსამდე დათბება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:32 საათზე ამოვა და 20:23 საათზე ჩავა.