თბილისის მეტროში ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა

საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა მეტროს სადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მეტროს სადგურებმა „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლეს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

დღეს დილიდან მეტროს ორი სადგური მგზავრებს ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ემსახურებოდა.  

საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა ზონალურად, მეტროს სადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

„ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას შეუფერხებლად განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17 კილომეტრი.