ჩხაიძე: უახლესი დასკვნების თანახმად, Sinovac-ის ეფექტიანობა Pfizer-ისას უტოლდება

საქართველომ Sinovac-ის პირველი 100 ათასი დოზა ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას მოქალაქეები სპეციალურ პორტალზე შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. უახლესი დასკვნები აჩვენებს, რომ Sinovac-ის ეფექტიანობა Pfizer-ისას უტოლდება და ის აქტიური აღმოჩნდა ყველა სხვა შტამის, ვირუსის მუტაციის მიმართ, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე  ჩხაიძემ.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinovac-ით იმუნიზაცია დღეიდან დაიწყო.

საქართველოში ჩინური Sinovac-ით ვაქცინაცია იწყება

ჯერჯერობით Sinovac-ს ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღია. თუმცა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, Sinovac-ით ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშეც შესაძლებელია. ინდოეთში ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად, ჩინური ვაქცინა ეფექტიანობის 90%-ით გამოირჩევა.

ჩხეიძის განმარტებით, Sinovac-ს მხოლოდ ლოკალური გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რაც 2-3 დღე გრძელდება.

„ამ ვაქცინას მართლაც მაღალი ეფექტიანობა აქვს. გვერდითი მოვლენები ძირითადად ლოკალური რეაქციებით განისაზღვრება. უმრავლეს შემთხვევაში ესაა ინექციის ადგილზე ტკივილი, შეშუპება, სიწითლე. სისტემური რეაქცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ვაქცინების გამოყენებისას, რომლებიც საქართველოში უკვე გვაქვს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მან 2020 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზა გაიარა.

ინფექციურ საავადმყოფოში ისრაელში შექმნილ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატს გამოიყენებენ>>

საქართველომ Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო, რომელიც 50 ათას ადამიანზეა განსაზღვრული. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.

ჯანმო: არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ ეფექტურია

ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყო. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე. მსურველებს აგრეთვე შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 113.000 ადამიანმა გაიკეთა. სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 16.323 ადამიანი.