ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ უსაყვარლესი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი ვაჟი უკვე ოთხი თვის გახდა. ახალშობილის დედა ჩვილის სახეს ჯერჯერობით ისევ მალავს და სავარაუდოდ, ადამ დენგოვს ფართო აუდიტორია პროფესიონალი ფოტოსესიის შემდეგ პირდაპირ რომელიმე ჟურნალის გარეკანებიდან იხილავს.
ცოტა ხნის წინ ჯგუფ A'Studio-ს სოლისტმა მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად დასვენების დღეები მოიწყო. შვებულებაში მყოფი შემსრულებელი მალდივებზე გაეშურა და იქ მეორე ნახევართან ერთად ფანტასტიკურად ატარებდა დროს. ამას ის ფოტოებიც მოწმობს, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ხელმომწერების აღფრთოვანება დაიმსახურა – პირველ რიგში იმით, რომ მეორე მშობიარობიდან დიდი დრო არ გასულა, ქეთა კი უკვე არაჩვეულებრივ ფორმაშია.
მას შემდეგ, რაც მომღერალ ქეთა თოფურიასა და ბიზნესმენ ლევ დენგოვის წყვილი პაპარაცებმა დეკემბერში დუბაის სანაპიროზე დააფიქსირეს, მალევე ფარდა აეხადა საიდუმლოს, რომ მომღერალი ორსულად იყო, და იანვარში ქვეყანას ვაჟიც მოავლინა. მომღერალი ქეთა თოფურია და მისი რჩეული ლევ დენგოვი უკვე რა ხანია, როგორც წყვილი, ყურადღების ცენტრში არიან. ქეთა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა. ის ჩვეულ დახვეწილ სტილს არ ღალატობს. ქეთა და მისი რჩეული ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ.
წყვილმა გასული წლის მიწურულს იქორწინა. პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.