ყვითელი ამბები

კესარია აბრამიძის უმცროსი და შეუდარებელია - უახლესი ვიდეო სოციალური ქსელიდან

კესარია აბრამიძეს ულამაზესი ოჯახის წევრები ჰყავს. კესარიას დედა შეუდარებლად გამოიყურება და დიდ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მისი და ანაბელიც აქტუალური გახდა
Sputnik

ექსპერიმენტების მოყვარული კესარია აბრამიძე ოჯახის წევრების გარეგნობაზე თავად ზრუნავს. ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ ფოტომოდელს ვიზაჟის საკუთარი ქსელის გახსნა სურს, სადაც მაკიაჟის ხრიკებს თავად ასწავლის.

აშკარაა, რომ კესარიამ ამ პროფესიაში საკუთარი თავი მარტივად აღმოაჩინა. როგორც ჩანს, ის ცნობილ ქართველ ვარსკვლავებსაც ალამაზებს. მათ შორის მისი ყურადღების ობიექტი ლელა წურწუმია ხშირად ხდება.

კესარია აბრამიძე განსაკუთრებული დამოკიდებულებით დედის მიმართ გამოირჩევა. მისი სოციალური ქსელი მშვენიერი ქალბატონის სურათებით არის სავსე, თუმცა ბოლო პერიოდში კესარია დის სახელს ამხელს და მის შეუდარებელ სურათებსაც აქვეყნებს. გოგონასა და ტრანსგენდერ ქალს შორის დიდი მსგავსებაა.

ანაბელი კესარიას უმცროსი დაა. გოგონა ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. მას მოფერებით ანუკის ეძახიან. ცოტა ხნის წინ კესარიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დის ვიდეო გამოაქვეყნა. გოგონა შეუდარებლად გამოიყურება. „ბევრი შვილი უნდა გაგეჩინა ასეთი სილამაზის პატრონს“, – უწერენ კესარიას დედას სოციალური ქსელის მომხმარებლები.