COVID-19-მა გერმანიის ეკონომიკას 300 მილიარდი ევროს ზარალი მოუტანა

ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ეკონომიკაში თავის კვალს დატოვებს, მის აღმოფხვრას კი წლები დასჭირდება, მიიჩნევს მინისტრის მოადგილე.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი გერმანიის ეკონომიკას 300 მილიარდი ევრო დაუჯდა. ასეთი შეფასება გააკეთა კიოლნში მდებარე გერმანული ეკონომიკის ინსტიტუტმა, წერს გამოცემა Welt.

ინსტიტუტის ხელმძღვანელის, მიხაელ ჰიუტერის თქმით, ზარალის ანაზღაურებას წლები დასჭირდება.

კორონავირუსის ინდური შტამი – საფრთხე, მუტაციები, ეფექტური ვაქცინები

„ვაქცინაციის ტემპები იზრდება, ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. მაგრამ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, თითქოს კრიზისი უკვალოდ გაქრება. რომ არა კორონავირუსი, ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა“, - მიიჩნევს ის.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა, მსოფლიო ეკონომიკაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა დანაკარგებმა 3,5 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა - ეს ორჯერ აღემატება ზარალს, რომელიც 2008 წლის კრიზისმა გამოიწვია.

ვერშინინის თვალსაზრისით, ეს გახდა სერიოზული გამოწვევა როგორც ეროვნული ეკონომიკებისთვის, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 165,7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, თითქმის 3,5 მილიონი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გერმანიაში, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის დროს კორონავირუსი 3,6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 87 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.