საქართველოში სტომატოლოგიურ კლინიკებში „მალხენ აირს“ უკანონოდ იყენებდნენ

აზოტის ქვეჟანგი ქართულ ბაზარზე არ არის რეგისტრირებული, სტომატოლოგებს კი შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ე.წ. მალხენი აირის (აზოტის ქვეჟანგი) გამოყენების უკანონო ფაქტები საქართველოს ორ სტომატოლოგიურ კლინიკაში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოავლინა. ინფორმნაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინჰალაციური ანესთეზიას ის ექიმ-სტომატოლოგები იყენებდნენ, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ.

გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი ქართულ ბაზარზე არ არის რეგისტრირებული. ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა.

უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებულ ოთხი სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.