თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში სასიმღერო კონკურსის „ევროვიზია–2021“ ფინალი დაიწყო.
კონკურსის ფინალი გახსნა მომღერალმა კვიპროსიდან ელენა ცაგრინუმ სიმღერით El Diablo.
რუსეთს წარმოადგენს ტაჯიკეთის მკვიდრი მანიჟა სანგინი სიმღერით Russian Woman. ის სცენაზე მეხუთე ნომრად წარდგება.
კონკურსში სულ 26 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.
ბუკმეკერების პროგნოზით, პირველი ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან როკ-ჯგუფი იტალიიდან Måneskin და მომღერალი საფრანგეთიდან ბარბარა პრავი.