ყვითელი ამბები

„ვერ გადავწყვიტე დავბერდე, თუ...“ - ნინა წკრიალაშვილი დუმილს არღვევს

სოციალური ქსელებიდან რამდენიმეთვიანი გაქრობის შემდეგ ნინა წკრიალაშვილმა ფოტო გამოაქვეყნა. ნახეთ რას წერს მომღერალი
Sputnik

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი იანვარში 43 წლის გახდა, თუმცა, მისი ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, „ვერ ხვდება როგორ და რანაირად მოვიდა ეს წლები“. ცოტა ხნის წინ მომღერალმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მიაწერა, რომ ვერ გადაწყვიტა დაბერდეს, თუ გადადოს დაბერება, რადგან ორივე ეზარება.

გახმაურებული სკანდალების მონაწილემ თავი რამდენიმე წლის წინ საბერძნეთს შეაფარა, სადაც მორიგი სიყვარული იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, ნინა წკრიალაშვილს არ შეეშინდა და აღნიშნულზე საჯაროდ ისაუბრა. მრავალი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ ნინამ მოძალადე მამაკაცს სასამართლოშიც კი უჩივლა. ამის შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრა და ბედნიერების ძიება იქ დაიწყო.

რამდენიმე თვეა სოციალური ქსელიდან და ტელეეკრანებიდან გაქრა. ახლა, სავარაუდოდ, ლიბანელ მამაკაცს ილიას აზარსაც დაშორდა. რამდენიმე ძველი სურათის გარდა, ნინა წკრიალაშვილი შეყვარებულთან ერთად ფოტო-ვიდეომასალებს აღარ აქვეყნებს.

უახლეს ცეცხლოვან ფოტოებზე ნინა ჩვეულ ფორმაშია. მის მიმზიდველ ტანს ტატუები ისევ ამშვენებს, მისი კანი კი რუჯს ინარჩუნებს. ამ დრომდე უცნობია, თუ რას საქმიანობს ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში, მაგრამ ამ უკანასკნელ ვიდეოზე საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და ერთობა.