თუ ზაფხულში საქართველოში ავტომობილით აპირებთ შემოსვლას: დადგინდა ახალი წესები

საქართველოს სახმელეთო საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, თუმცა გამონაკლისები მაინც დაშვებულია.
Sputnik

ბევრი მოუთმენლად ელის, როდის გახსნის საქართველო სახმელეთო საზღვრებს. განსაკუთრებით აინტერესებთ ეს პოტენციურ მოგზაურებს რუსეთიდან, რადგან პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობის გამო „ზემო ლარსის“ სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნა ნამდვილი ხსნა იქნება ხინკალს, ქართულ ღვინოსა და წარმტაც პეიზაჟებს მონატრებული ტურისტებისთვის. სახმელეთო საზღვრების გახსნას არანაკლებ ელოდებიან საქართველოს დანარჩენი მეზობლებიც – სომხები და აზერბაიჯანელები, რადგან პანდემიამდე ტურისტები ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული მოგზაურების რეიტინგის სათავეში იყვნენ. 

თუ ზაფხულში საქართველოში ავტომობილით აპირებთ შემოსვლას: დადგინდა ახალი წესები

სახმელეთო საზღვრების გახსნაზე აქტიურად საუბრობენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამ დღეებში განაცხადა, რომ ხელისუფლება აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა საზღვრის გახსნის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. სავარაუდოდ, ეს ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნას დაემთხვევა.

ვინ და როგორ შეძლებს ჩამოსვლას?

ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო საზღვრებით მეზობელი ქვეყნებიდან შემოსვლა შეუძლიათ თავად საქართველოს მოქალაქეებს უარყოფითი PCR-ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში. განმეორებითი ტესტის ჩატარება აუცილებელია ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს. სხვა შემთხვევაში პირს უნდა ჰქონდეს ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხოელს სახმელეთო საზღვრით შემოსვლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია და სათანადო დოკუმენტს ფლობს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საზღვრის გადმოკვეთა ასევე, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელია, ან ფლობს სპეციალურ – საქმიან ან სამუშაო მოწვევას. 

თუ ზაფხულში საქართველოში ავტომობილით აპირებთ შემოსვლას: დადგინდა ახალი წესები

თუ საქართველოს მოქალაქე არ ხართ, მაგრამ აქ ცხოვრობთ და გჭირდებათ რუსეთში, სომხეთში, თურქეთში ან აზერბაიჯანში გამგზავრება, შეგიძლიათ ამის დაუბრკოლებლად გაკეთება, მხოლოდ უკან დაბრუნება საჰაერო გზით მოგიწევთ.

სახმელეთო გზით მეზობელ ქვეყნებში შესვლის მსურველთათვის საზღვრები ჩაკეტილია, მაგრამ დაშვებულია გამონაკლისები: თუ მოქალაქე არის იმ ქვეყნის რეზიდენტის ოჯახის წევრი, სადაც მიემგზავრება და აქვს სათანადო დოკუმენტი.

ასეთი საბუთის არქონის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს იმ ქვეყნის რეზიდენტის სპეციალურ მიწვევას, სადაც მიემგზავრება. მიწვევაში დეტალურად უნდა იყოს მითითებული, რამდენი ხნით, რა მიზნით, რომელ ქალაქში მიემგზავრება პირი, ასევე საკონტაქტო ინფორმაცია.

ამ დოკუმენტს ასევე დართული უნდა ჰქონდეს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი. განმეორებითი ტესტის გაკეთების საჭიროებას განსაზღვრავს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი წესები.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები წელიწადზე მეტია ჩაკეტილია.