მიგრანტების შემოსევა: ესპანეთში დევნილების რაოდენობა იზრდება – ფოტო

Sputnik

ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ავტონომიურ ქალაქ სეუტაში 17 მაისიდან 6 ათასმა ადამიანმა შეაღწია.

მიგრანტების ასეთი შემოსევა აქამდე აქ არასდროს დაფიქსირებულა. კრიზისის შესაჩერებლად საზღვარზე სამხედროები განათავსეს. ესპანეთის ხელისუფლებამ უკვე დააბრუნა მაროკოში 2700 ადამიანი. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდე-მარლასკამ განაცხადა.

1 / 12
მხოლოდ ორშაბათს მინიმუმ 5 ათასი ადამიანი გადავიდა უკანონოდ მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში
2 / 12
დღის განმავლობაში ჩასული მიგრანტების რაოდენობა ესპანეთისათვის რეკორდულია
3 / 12
არალეგალების ტალღის შესაჩერებლად პირენეის სამეფოს ხელისუფლებამ არმიის მოიბლიზება გადაწყვიტა
4 / 12
დევნილებს სანაპიროდან ქალაქში შეღწევის საშუალება მისცეს
5 / 12
მიგრანტების უმეტესობა მაროკოელია, ძირითადად ახალგაზრდები, მათგან 30% - არასრულწლოვანია
6 / 12
კანონის თანახმად, ესპანეთმა უნდა იზრუნოს არასრულწლოვან არალეგალებზე, თუმცა მიმღები ცენტრები გადავსებულია
7 / 12
ესპანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკუთარ საზღვრებს დაიცავენ და მაროკოში დააბრუნებენ ყველას, ვინც არალეგალურად გადაკვეთა პირენეის სამეფოს საზღვრები
8 / 12
ესპანეთის მთავრობამ მაროკოში უკვე 2700-ზე მეტი ადამიანი დააბრუნა
9 / 12
ესპანელი ლეგიონერები და მაროკოს მოქალაქეები ელ-ტარაჰალის სანაპიროზე
10 / 12
სეუტაში დიდი ხანია მიგრანტები უკანონოდ შედიან
11 / 12
მიგრანტები ესპანეთის ტერიტორიაზე ასევე მელილიიდან შეღწევას ცდილობენ
12 / 12
ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ევროპასა და აფრიკის კონტინენტს შორის სახმელეთო საზღვარი მდებარეობს