კასპში მდინარე მტკვარში მწყემსს ეძებენ

შუახნის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარეში, ასევე მის სანაპირო ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ, იუწყება ქართული მედია.

ადგილობრივების განცხადებით,  მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, სავარაუდოდ, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე საათია, როგორც მდინარეში, ასევე მტკვრის სანაპირო ტერიტორიაზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.