ყვითელი ამბები

„რამეს მიწუნებთ იმიჯში?..“ – გვანცა დარასელიას კითხვა საზოგადოებას

პოპულარული ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ნახეთ ამჯერად რა ფოტოს აქვეყნებს ჟურნალისტი.
Sputnik

ცნობილმა ტელესახემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პატარა გვანცა წითელი ფერის ორეულშია გამოწყობილი. „რამეს მიწუნებთ იმიჯში?“ – კითხულობს ტელეწამყვანი. აღსანიშნავია, რომ ფოტოში მისი და მისი გოგონას მსგავსება აშკარაა.

პოპულარული ტელესახე სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება. „რუსთავი 2“-ზე „სხვა შუადღის“ წამყვანი ტელეეკრანზე შეუდარებლად გამოიყურება და მაყურებლებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს. ახალ სეზონში კი ტელეეკრანს შეცვლილი ვარცხნილობით დაუბრუნდება.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ორი შვილის – ლი­ლე­სა და ერეკ­ლეს დე­დაა. გვან­ცას მე­უღ­ლე ვახო მჭედ­ლი­ძე ყო­ფი­ლი მო­რაგ­ბე, ამ­ჟა­მად კი ბიზ­ნეს­მე­ნია. წყვი­ლი თით­ქმის 10 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა, მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო.

უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობაც ძალიან უყვარს.