დმანისში ხუთი წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადეს

სამართალდამცველებმა სამძებრო–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მიმდინარე წლის 9 იანვარს დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისში გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

გამოძიების მიხედვით, შემთხვევა დმანისის რაიონის სოფელ მამულოში მოხდა. ბრალდებულმა ისარგებლა ხუთი წლის ბავშვის უმწეობით, „რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა“.

მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს გაუპატიურების ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.