როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 23 მაისს

სინოპტიკოსები დედაქალაქში კვირას უკვე ზაფხულის ცხელ დღეს პროგნოზირებენ. ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. თბილისში კვირას, 23 მაისს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი ნაწილობრივი მოღრუბლულობით.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 18 გრადუსი, დღისით კი 31 გრადუსამდე დათბება. ნალექი მოსალოდნელი არ არის.

მზე 05:34 საათზე ამოვა და 20:20 საათზე ჩავა.