ისლანდიაში ვულკანი ფაგრადალსფიალი ამოიფრქვა – ვიდეო

ნახევარკუნძულ რეიკიანესზე ვულკან ფაგრადალსფიალის აქტივობა დაფიქსირდა. იხილეთ სტიქიის შთამბეჭდავი კადრები.
Sputnik

ბოლო დღეებში აქტივობის ზრდა და ამოფრქვევების რეგულარული ციკლი შეიმჩნევა.

ფაგრადალსფიალი თითქმის 6 ათასი წლის განმავლობაში მიძინებული იყო და შემდეგ გაიღვიძა. თუმცა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, სადაც მდებარეობს ვულკანი, ლავის ამოფრქვევა ბოლო 800 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.