ტრაგედია გურიაში – მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

რამ აიძულა გოგონა, რომელიც მამასთან და ბებიასთან იზრდებოდა, ეს უკიდურესი ნაბიჯი გადაედგა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მე-11 კლასელმა გოგონამ თავი მოიკლა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ სოფლის გამგებელზე გიგა დოლიძეზე დაყრდნობით.

დოლიძის თქმით, გოგონა მამასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედია დღეს მოხდა. რამ უბიძგა გოგონას ამ ნაბიჯისკენ, მისი ოჯახის წევრები ვერ ამბობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.