სისხლიანი გარჩევა მეგობრებს შორის: რა მოხდა ქობულეთში

ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი. მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქობულეთში 65 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეგობარმა მუცლის არეში დაჭრა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქობულეთის „ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაზარალებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს გამოძიება.