რატომ არ ვიხდით 40 წლის იუბილეს? უცნაური ცრურწმენის ოთხი მიზეზი

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც დამკვიდრებულია ტრადიცია, რომ 40 წლის იუბილეს მოკრძალებულად უნდა შევხვდეთ, საზეიმო წვეულებისა და სტუმრების გარეშე. ზოგიერთი საჩუქარსაც არ იღებს და მილოცვის მოსმენაც არ სურს.
Sputnik

ასეთი უცნაური ცრურწმენის ოთხი ძირითადი საფუძველი არსებობს და თითოეულის ნებაა გადაწყვიტოს – გადაიხდის თუ არა დაბადების დღეს, როდესაც 40 წელი შეუსრულდება.

საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

1. ბიბლიური ისტორია

ბიბლიაში მრავალჯერ არის ნახსენები რიცხვი 40 და უმრავლესად არადადებით კონტექსტში. აი, რამდენიმე მაგალითი:

  • ეშმაკი იესო ქრისტეს 40 დღის განმავლობაში აცდუნებდა;
  • წარღვნა, რომელშიც მხოლოდ ნოეს კიდობანი გადარჩა, 40 დღე-ღამე გაგრძელდა;
  • მოსეს ებრაელი ხალხი უდაბნოში 40 წელი დაჰყავდა.

არის კიდევ სხვა მაგალითები, როდესაც 40 ნეგატიური აზრით არის ნახსენები.

ადამიანის ბიოველზე ძალადობა: გათვალვა, ჯადო, წყევლა – გავლენის ძალა, თავდაცვის ხერხები

2. მფარველ ანგელოზთან განშორება

ხალხში გავრცელებულია რწმენა, რომ სწორედ 40 წლის მიღწევის დროს ადამიანი ემშვიდობება თავის მფარველ ანგელოზს. ეს იმიტომ ხდება, რომ მიჩნეულია – ამ დროისათვის თავისი გამოცდილებით ადამიანმა გარკვეული სიბრძნე შეიძინა. აქედან გამომდინარე, ეს მოვლენა არა დღესასწაულითა და წვეულებით, არამედ თვითსრულყოფაზე ფიქრში უნდა გავატაროთ.

3. ეზოტერიკული ახსნა

ეზოტერიკოსები 40 წლის იუბილეს აღნიშვნის აკრძალვას იმით ხსნიან, რომ ბანქო ტაროში ეს რიცხვი – 40, ანუ 4+0=4 – სიკვდილს ნიშნავს. აღმოსავლურ ტრადიციებში ციფრი 4 ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასასრულს აღნიშნავს. მაგალითად, იაპონიაში არ აღნიშნავენ არც ერთ დაბადების დღეს, რომელშიც ციფრი ოთხია.

ნატალური ჰოროსკოპი: რომელ რიცხვში დაიბადეთ

პლანეტების გავლენა

ბევრი ასტროლოგი 40 წელს კრიზისულად მიიჩნევს, რადგან 39-დან 43 წლამდე ასაკი პლანეტა ურანის საკმაოდ მძიმე გავლენით მიმდინარეობს. ის ამ დროს თავისი თავისადმი დაპირისპირებული ხდება ნატალურ რუკაზე. ურანის ამგვარი მდგომარეობა ცხოვრებაში მოულოდნელ და სერიოზულ ცვლილებებს იწვევს – სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შეცვლიდან დაწყებული, ფასეულობათა და ღირებულებათა სერიოზული გადაფასებით, ფინანსური კრიზისითა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით დამთავრებული.

ირწმუნებთ ამას თუ არა – თქვენი საქმეა, მაგრამ ერთიცაა – რისი ეჭვი და შიშიც აქვს ადამიანს, რაზეც ყველაზე მეტად ფიქრობს, სწორედ ის ხდება ხშირად მის ცხოვრებაში.