ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას სრული ფიასკო აქვს განცდილი და იმალებიან

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასა და ოპოზიციის განწყობაზე საუბრობს.
Sputnik
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას სრული ფიასკო აქვს განცდილი და იმალებიან
„წარმოგიდგენიათ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მუშაობაზე?! ანუ სრული ფიასკო აქვთ განცდილი და აქედან გამოსავალი არ აქვთ. იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი. კომისიას, რომელმაც უნდა გამოიძიოს თამარ ჟვანიადან დაწყებული ნებისმიერ მოხელის დანაშაული და გადაცდომა, ამას ემალებიან. აქედან გამომდინარე მათ სათქმელი არც არაფერი აქვთ“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოსაზრებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დამტკიცება სჭირდება და საგამოძიებო კომისიასაც სწორედ ეს ფუნქცია ექნება.