თემქაზე ძლიერი ხანძარია – ვიდეო

ამ დროისათვის პოლიციას საამქროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და იქ არც ადგილობრივებს, არც ჟურნალისტებს არ უშვებენ. ადგილზე მეხანძრე-მაშველების 13 ბრიგადა მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. თბილისში, ე.წ. თემქის დასახლებაში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი მეორადი ავეჯის საწყობში გაჩნდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. 

„ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, არავინ არ დაშავებულა“, – განაცხადეს უწყებაში.

ერთ-ერთი ვერსიით, აალების მიზეზი გაზის ბალონის აფეთქება გახდა.

ამ დროისათვის პოლიციას საამქროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და იქ არც ადგილობრივებს, არც ჟურნალისტებს არ უშვებენ. ადგილზე მეხანძრე-მაშველების 13 ბრიგადა მუშაობს.