ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა - ქართველი სუმოისტი წოდებაში დაქვეითდება

ტოჩინოშინი მე-11 საჭიდაო დღეს 25 წლის მონღოლ მეტოქესთან დამარცხდა და უარყოფითი ბალანსი ნაადრევად დააფიქსირა. ქართველის მორიგი მეტოქე ახალგაზრდა სუმოისტი ჰოშორიუ იქნება.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მერვედ დამარცხდა და სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა.

ტოჩინოშინი მაისის ბაშოზე კიდევ ერთხელ დამარცხდა

ტოჩინოშინი, რომელიც მაისის ბაშოზე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, 25 წლის მონღოლ კირიბაიამასთან უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. 33 წლის ქართველ სუმოისტს საგაზაფხულო ბაშოს მე-11 დღეს სამი მოგება და რვა მარცხი დაუგროვდა, რაც გარანტირებულ უარყოფით ბალანსს ნიშნავს.

ლევან გორგაძე აღნიშნული შედეგის გამო მორიგი ბაშოსთვის წოდებით დაქვეითდება. მას მიმდინარე ბაშოზე კიდევ ოთხი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, ხოლო ქართველის მორიგი მეტოქე სუპერტურნირის მე-12 დღეს აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუ იქნება. აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე 21 წლის მონღოლ მეტოქეს პირველად შეხვდება.