სისხლიანი გარჩევა: წყალტუბოში მე–12 კლასის  მოსწავლე დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას სამედიცინო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა – ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის.
Sputnik

 

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. წყალტუბოს №3 საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.

სისხლიანი გარჩევა გუშინ საღამოს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

18 წლის ახალგაზრდას ჭრილობები მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული, იგი „სასწრაფო დახმარებამ" საავადმყოფოში გადაიყვანა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე, სავარაუდოდ, 20 წლის ახალგაზრადამ დაჭრა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 117–ე მუხლით დაიწყი, რაც ჯანმრთელობის განზარხ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.