რუსეთი ყარაბაღში საზღვრის დადგენის საკითხში შეიძლება შუამავალი გახდეს

აზერბაიჯანი და სომხეთი 10 ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ რუსი სამშვიდობოების დახმარებით.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთს შეუძლია გახდეს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის განხილვისას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

„მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმებით, რუსეთი გამოვიდა წინადადებით, ხელი შეუწყოს საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის დაწყებასა და ჩატარებას, და ინიციატივით, რომ ამ მიზნით შეიქმნას ერთობლივი, სომხურ–აზერბაიჯანული კომისია, რომელშიც რუსეთი კონსულტანტის, თუ გნებავთ, შუამავლის სახით მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე დუშანბეში.

რეგიონში საომარი მოქმედებები გასული წლის სექტემბერში განახლდა. 10 ნოემბერს კი მოსკოვის შუამავლობით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მხარეები დაკავებულ პოზიციებზე შეჩერდნენ. ამასთან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ.