„როცა მგზავრობ, დაიმაგრო უნდა თავი“ – ავტობუსის მძღოლი მგზავრებს ლექსად ესაუბრება – ვიდეო

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო. ვიდეოში ისმის, როგორ ახალისებს თბილისში ავტობუსის მძღოლი მგზავრებს
Sputnik

როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ავტობუსში უხასიათოდ ავიდა, მაგრამ დახვდა ასეთი ხალისიანი მძღოლი. „რა კარგი ადამიანია“, „იშვიათობაა, რა საყვარელია“, „ლექსსს კითხულობს თუ რას შვება? აუ, ძალიან საყვარელია ყველა შემთხვევაში“, - წერენ ვიდეოს კომენტარებში.

მძღოლი მგზავრებს ინსტრუქციებს აძლევს, როგორ იმგზავრონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხზე უწევთ დგომა – თავი შეიკავონ დამუხრუჭებისას, რადგან შესაძლოა კარანტინში მოხვდნენ. ან არ მიეყრდნონ კარს, რადგან შესაძლოა გადავარდნენ, ჩასვლისას კი კარგად უყურონ გზას, რათა მშვიდობით მივიდნენ სახლში.

„ღიმილი იქონიეთ სახეზე და გამარჯვებული იქნებით ყველგან და ყველაფერში, ვერც კორონა მოგერევათ და ვერც ვერაფერი. გისურვებთ წარმატებებს და დაიმახსოვრეთ: როცა ავტობუსით მგზავრობთ, უნდა დაიმაგროთ თავი“, – აცხადებს მძღოლი.