Sinovac-ის ვაქცინის დადებითი მხარეები
© Sputnik
„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ Sinovac-ის ვაქცინას არა აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ეფექტურობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით 70 პროცენტზე მაღალია, უსაფრთხოების პროფილი ასევე ძალიან მაღალი აქვს, დღეისათვის არ არის დაფიქსირებული სერიოზული გართულების არც ერთი შემთხვევა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. ვირუსის ინაქტივაცია - ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო მეთოდია. ამ ტექნოლოგიით შექმნილია, მაგალითად, დიფტერიის, В ჰეპატიტის, პოლიომიელითის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინები.