საქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი უკრაინული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილის საბარგულში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  – Sputnik. „სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე (სომხეთის საზღვარი) კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოში შემოტანის მცდელობა აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

უწყების მონაცემებით, უაქციზო სიგარეტის პარტია უკრაინული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას იპოვეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განუბაჟებელი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 230 ათასი ლარი შეადგინა.

 

ახალი ამბებიშემთხვევებისაქართველო